საზოგადოება
რეჟისორი და მსახიობი გივი გორხელაშვილი გარდაიცვალა
გურჯაანს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი გამოაკლდა. გარდაიცვალა. მსახიობი,რეჟისორი,ქალაქ გურჯაანის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული კულტურის მუშაკი და მოღვაწე გივი გორხელაშვილი.

ბატონი გივი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გურჯაანის კულტურის სახლს. როგორც მსახიობი მონაწილეობას იღებდა გურჯაანში ,თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების თეატრების სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში. მის სახელს უკავშირდება გურჯაანის ,თბილისის და სხვა ქალაქების თეატრების სცენაზე დადგმული სპექტაკლების რეჟისორობა.

გარდა მსახიობობისა და რეჟისორობისა ბატონი გივი გახლდათ ბრწყინვალე მომღერალი და მოცეკვავე,სხვადასხვა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლების წევრი.

| Print |
FaceBook Twitter Google