საზოგადოება
ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს
აბიტურიენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა კარგია, ხოლო მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა


„დღევანდელი ეპიდსიტუაცია, პანდემია გრძელდება, ეპიდემია გრძელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ამ ფონზე, საქართველო გარკვეულ ოაზისად გამოიყურება. ერთი შემთხვევა არის კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან. გუშინ ღამე დადასტურებული შემთხვევა გახდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მასთან კონტაქტია გოგონა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია და ის არის 7 ივლისს გამოცდაზე გასული”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირებულის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და გამოცდის პროცესს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ინფიცირებული აპლიკანტი აბარებდა, საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.
„დიდი ალბათობით, იმ 9 აბიტურიენტს, ვისთან ერთადაც აბარებდა ეს აბიტურიენტი, ისინი განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტი”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირებული აბიტურიენტი დანარჩენ გამოცდებზე ვეღარ გავა. ის ახლა მკურნალობის პროცესს გადის და გამოცდების ჩაბარებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google