საზოგადოება
გლეხურ ბაზარში დანგრეული ჯიხურების საქმეზე გამოძიება დაიწყება
გურჯაანის „გლეხური ბაზრის“ ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურები დაანგრიეს. მფლობელების თქმით, დემონტაჟი უკანონოდ განხორციელდა და მათ ამის შესახებ გაფრთხილებაც არ მიუღიათ. საპირისპიროს განმარტავს ბაზრის დირექტორი და ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.

ერთ-ერთი მესაკუთრის, თინა აბელაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე ბაზარსა და მესაკუთრეებს შორის დავა მიმდინარეობს, დემონტაჟი არ უნდა მომხდარიყო.
„ბაზარსა და დანარჩენ მესაკუთრეებს შორის დავა უკვე მეათე წელია მიმდინარეობს. აღნიშნული შენობები ნაყიდია, ზოგს საჯარო რეესტრში გვაქვს დარეგისტრირებული, ზოგს ადრე მოქმედ ტექბიუროში. თუმცა შენობებს დაეპატრონენ ლიპარტაშვილები ყოველგვარი კანონის გარეშე. მათ უსაფუძვლოდ დაიკანონეს ბაზრის მთლიანი ტერიტორია. ბაზარს ადრეც ჰქონდა შეტანილი მერიაში განცხადება და ითხოვდნენ დემონტაჟს, მაგრამ არჩილ ხანდამაშვილის გარდა არცერთმა მერმა არ გასცა ნებართვა. მან არ გაითვალისწინა სადავო ფაქტები. მან დაარღვია კანონი და მოიქცა მიკერძოებულად. ჯიხურის მესაკუთრეებმა პროკურატურაში უკვე შეიტანეს განცხადება და ითხოვენ გამოძიებას, ასევე ზარალის ანაზღაურებას. “

უკანონო დემონტაჟზე საუბრობს ერთ-ერთი მესაკუთრე, ლია ქართველიშვილიც. როგორც ის გვიყვება, მართალია, მის ფართს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჩნდება გზის პრობლემა.
„ღამის პირველ საათზე დაიწყეს დემონტაჟი და ხალხს შეატყობინეს, თქვენს საქონელს მიხედეთო. თუ კანონიერად კეთდება რამე, ღამე რატომ დაიწყეს დანგრევა. ხალხმა საქონლის გამოტანა ვერ მოასწრო და დიდი ზარალი მიადათ. გარდა მაგისა, სხვა პრობლემებიც შეიქმნა, პირადად მე, გზაზე მაქვს პრეტენზია, რომელიც უნდა ჩაკეტონ. თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის მე ვრჩები უფუნქციო. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს დეპუტატი და იმიტომ არიან გათამამებული.“

გლეხური ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ჯიხურები ბაზრის საკუთრება იყო და ამიტომ არანაირ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი.
„გლეხური ბაზრის მფლობელობაში არსებული ჯიხურების დემონტაჟი დაიწყო მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. წინასწარ გავაფრთხილეთ, რომ დაეცალათ და გაეტანათ საქონელი, მაგრამ ამბობდნენ არ გავალთო. ამის შემდეგ კიდევ ეტაპობრივად მოხდება იმ ჯიხურების დემონტაჟიც, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, დანარჩენებს არ შევეხებით. აშენდება შესაბამისი შენობები და ვისაც სურვილი ექნება, შევა და ივაჭრებს. რაც შეეხება გზის გადაკეტვას და ქვემოდან შემოსასვლელი კარების ჩაკეტვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ქვემოდან დარჩება ჩვეულებრივ სამანქანო გზა. არავის ამით ხელი არ შეეშლება. “

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მერიამ ნებართვა სასამართლოდან მიღებული მითითების საფუძველზე გასცა.
„ჩვენ დემონტაჟის ნებართვა კანონიერად გავეცით. სასამართლოდან მივიღეთ მითითება, რომელიც ასევე მიიღო გლეხურმა ბაზარმაც. რამდენიმე ლოკაციაზე, სადავო საკითხის გარკვევამდე, დროებით შეჩერდება დემონტაჟი და ამას ვერავინ დაარღვევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებართვა კანონიერად არის გაცემული, რადგან გლეხური ბაზარი ითხოვდა თავის ტერიტორიაზე არსებული ფართების დემონტაჟს. სადავო ჯიხურებს არავინ შეეხება.“

გურჯაანის გლეხურ ბაზარში მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ დრომდე რეაბილიტირებულია ბაზრის მხოლოდ ერთი ნაწილი.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.