საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა
დღეს საგამოცდო ცენტრებში საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა. ხუთივე მათგანმა გამოცდა სპეციალურად შექმნილ სარეზერვო სივრცეში დაწერა.- ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება 7 ივლისს კოვიდ დადასტურებული აბიტურიენტის შემთხვევას, ის ამ ეტაპზე მკურნალობს, რის გამოც ვერ მოხერხდება, მისი საგამოცდო პროცესში ჩართვა. დანარჩენი 9 აბიტურიენტიდან, რომელებიც კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ცხრავე აბიტურიებტი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და საგამოცდო პროცესში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით არიან ჩართული.


| Print |
FaceBook Twitter Google