საზოგადოება
ველისციხეში პარკისკენ მიმავალ გზაზე ასფალტი დაიგება
სოფელ ველისციხეში 9 მაისის პარკისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.

სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 520 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ველისციხეში, ამ დროისთვის, ასევე მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის გზის რეაბილიტაციაც და ჯამში, ორივე გზაზე, 920 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / ველისციხე /