საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა 375 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის ცხრა ფაქტი გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლისსაერთო საბაზრო ღირებულება 375 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.



| Print |
FaceBook Twitter Google