საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დაფიქსირებული
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.

ბოლო მომაცემებით, გარდაცვლილია - 15, კარანტინის რეჟიმში - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.



| Print |
FaceBook Twitter Google