საზოგადოება
საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.


უწყების ინფორმაციით, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:რუსეთის ფედერაცია (61% - 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% - 1 857 ტონა) აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% - 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% - 109 ტონა).

უწყების ინფორმაციით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.



| Print |
FaceBook Twitter Google