საზოგადოება
ავარიის შედეგად კარდენახში 5 ადამიანი დაშავდა
სოფელ კარდენახში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

| Print |
FaceBook Twitter Google