საზოგადოება
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პროფესორ გიორგი დვალაშვილის მიერ, გურჯაანის შესახებ გამოცემული წიგნის „გურჯაანის მუნიციპალიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი გურჯაანის კულტურული ძეგლების, ისტორიული ადგილების, ტურისტული ობიექტების, გამოჩენილი ადამიანების და მუნიციპალიტეტის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. გიორგი დვალაშვილმა წიგნის მომზადების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მერიის უფროს სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში, ისტორიკოსს - თამაზ მარკოზაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროექტის განხორციელებისთის. ასევე, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტში.

წიგნი გურჯაანის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციის დასასრულს მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკას და ღონისძიების სტუმრებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ.



| Print |
FaceBook Twitter Google