საზოგადოება
სტიქიამ სოფელი ველისციხე დააზარალა
სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც შეუტია. წუხელ ღამით ვენახები დაისეტყვა სოფელ ველისციხეში. მერის წარმომადგენლის ნათია თათარაშვილის განმარტებით დასეტყვილია დაახლოებით 20 ჰექტარი.
„ სტიქია უფრო სავარგულებში იყო ალაზნის ზემოდან თანაც საკმაოდ ძლიერი. დაისეტყვა 20 ჰექტარი ძირითადად ვენახები.“
მერიის ინფორმაციით, ზარალს სადაზღვევო კომპანიები დაითვლიან.

შეგახსენებთ, რომ წუხელ სტიქია იყო აგრეთვე თელავსა და ყვარელშიც. დასეტყვილია მრავალწლიანი კულტურები, საკარმიდამო ნაკვეთები, სტიქიამ ხეები მოგლიჯა და საცოხვრებელ სახლს სახურავები გადახადა


| Print |
FaceBook Twitter Google