საზოგადოება
სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც .

როგორც მან განმარტა, ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება.
„ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის. რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის. თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოდელი / სკოლა /