საზოგადოება
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა დადგინდა
XII კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.

ბრძანების მიხედვით:
ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადა დადგინდა 2020 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით;
ბ) გამოცდის ჩატარების ვადა დადგინდა 2020 წლის 30 ივლისიდან 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google