საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში სიღნაღში შეხვედრა გამართა
ახალგაზრდობის სააგენტო, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ტურნეს ფარგლებში სააგენტო სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეწვია და მხარის რწმუნებულის პირველ მოადგილეს ირაკლი შიოშვილს, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გიგილაშვილს, მერის მოადგილეს მადონა ბატიაშვილს, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსს, ნინო უტიაშვილსა და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირვ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარლებში სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია.

სიღნაღის მერის პირველი მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, სიღნაღის მინიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული საპილოტე პროგრამაში.
„სიღნაღი არის საპილოტე პროგრამაში ჩართული, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდული პოლიტიკის ახალ საფეხურებს თანამედროვე მიდგომებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი ახალგაზრდების მომავალი იყოს უკეთესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩართული ვიყოთ ყველა იმ პროცესში, რაც ეხება ახალგაზრდობას და მათ განვითარებას.“

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, შეიქმნას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.

„სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ახორციელებს 4 ეტაპად.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.“ - განაცხადეს სააგენტოში.

| Print |
FaceBook Twitter Google