საზოგადოება
ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქალაქეების კონტროლი გამკაცრდება
ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, პროცესი მკაცრად გაკონტროლდება და საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანენ.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები“, – განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google