საზოგადოება
სოფელ რუისპირში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, 56 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის " ვილა გოდოლი"-ს მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულა.

ტურისტული ობიექტის მშენებლობაზე სოფელი რუისპირისა და გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. "ვილა გოდოლი"-ს მფლობელის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია 75- 80 ადგილობრივის დასაქმება, რისთვისაც , წლიური სახელფასო ფონდი 1 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრა. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ინვესტორი მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რაც, 7,5 ჰექტარზე ვენახის გაშენებასა და მაღალი კლასის ვილების მშენებლობას მოიცავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ რუისპირში. ეს იქნება მაღალხარისხიანი სასტუმრო. რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ. ლარია. სესხის 11,5%-ი აწარმოე საქართველოს ფარგლებშია დაფინანსებული. ასეთი ობიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ობიექტის გახსნის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება სოფელი რუისპირისა და გარშემო სოფლების მოსახლეობის დასაქმებაზე. ეს ადგილი ვითარდება, როგორც ტურისტული მიმართულების ახალი კლასტერი" - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასტუმროს მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google