საზოგადოება
ყარაჯალაში დაინფიცირებული ბავშვი გამოჯანმრთელდა
ყარაჯალაში დაინფიცირებული 10 თვის ბავშვი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დადებითია, ხოლო ბოლო ტესტირების შედეგი უარყოფითი.

მისივე ინფორმაციით ბავშვი გამოწერილია საავადმყოფოდან და დედასთან ერთად კარანტინში იმყოფება. არცერთ კონტაქტში მყოფ პირს კორონა ვირუსული ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა. ყარაჯალაში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება.


| Print |
FaceBook Twitter Google