საზოგადოება
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში დღეს დასრულდება. აბიტურიენტები პროცესს სამოქალაქო გამოცდის ტესტირებით დაასრულებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 6 ივლისს დაიწყო. 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ კორონავირუსი ერთ აბიტურიენტს დაუდასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულს საგამოცდო პროცესის დასრულების საშუალება იმ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა, სადაც ის მკურნალობს.

| Print |
FaceBook Twitter Google