საზოგადოება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ჩაერთვებიან
სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური ცენტრის ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში დასაქმებულთა ცნობიერება, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ამაღლდეს. ამიტომ, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში.

,,მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები დაესწრებიან არასრულწლოვანთა მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რაც გაუმარტივებს არასრულწლოვნებს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას. ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ ავამაღლოთ ამ მხრივ განათლების სფეროში დასაქმებულთა ცნობიერება“,



| Print |
FaceBook Twitter Google