საზოგადოება
კახეთში აღებული 205 ტესტის პასუხი ნეგატიურია
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. ამ დროისთვის 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 108 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 19, მოიხსნა 4 მოქალაქე.

23 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 205 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9479 ნიმუში, აქედან 3546 მედპერსონალია, 2099 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი -430 , ტრაილერის მძღოლი 50, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 159, შსს- 616.

| Print |
FaceBook Twitter Google