საზოგადოება
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ გაერთიანებას ქმნიან
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან, ამის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდება.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სწორედ დღეს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მათ შორის მაჟორიტარი კანდიდატებისა და იმის თაობაზეც, დატოვებს თუ არა ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“.

გაერთიანების დატოვების შესახებ თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ საერთო გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა მოვლენა საერთო საქმისკენ, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისკენ არის მიმართული.
„ჯერჯერობით მაჟორიტარებთან დაკავშირებით საერთოდ მიმდინარეობს კონსულტაციები. მართლა არ არის გადაწყვეტილი. მე კი ვიცი, რომ საბურთალოს რაიონში ვიყრი კენჭს. ჩვენ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება ,ყველამ ერთად, რომ თუ რამე მოვლენას ექნება ადგილი, ეს იქნება მხოლოდ დიდი, საერთო საქმისთვის, სამომავლოდ დიდი გაერთიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში დაშლისთვის“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

| Print |
FaceBook Twitter Google