საზოგადოება
გურჯაანის საცურაო აუზი სამ აგვისტოს გაიხსნება
სამ აგვისტოს გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი ოფიციალურად გაიხსნება. სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, უკვე დასრულებულია აუზის შევსების და გათბობის სამუშაოები.

„აუზი ოფიციალურად გაიხსნება სამ აგვისტოს ორშაბათს დღის 11 საათზე. მიმდინარეობდა შევსების და გათბობის სამუშაოები. ყველაფერი უკვე მწყობრში გვაქვს და მზად ვართ, მთავრობის ყველა რეკომენდაციის დაცვით დავიწყოთ ფუნქციონირება. შენობაში ნიღბისა და სკრინინგის გარეშე ვერავინ შემოვა. ასევე ახალი რეკომენდაციით, ექვს კვადრატზე აუზში მხოლოდ ერთი ადამიანის ჩასვლა იქნება დასაშვები. ამიტომ სავარაუდოდ, ოთხ კაცზე მეტი ვერ ჩავა. რაც შეეხება ფასებს, არ შეცვლილა, იგივე რჩება.“

მისივე თქმით, სამი აგვისტოდან ყველა სპორტულგამაჯანსაღებელი ჯგუფი დაიწყებს ფუნქციონირებას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /