წითელი ჯვრის წარმომადგენლები თელავში სასურსათო ამანათებს დაარიგებენ
31 ივლისს თელავში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი
ნათია ლოლაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ იუბლერი თელავის
წითელი ჯვრის ფილიალის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდებიან.
შეხვედრა 13:00 საათზე ლეოინიძის 18ა ში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ თელავის ფილიალის COVID-19-ზე
რეაგირების საქმიანობებს, რის შემდეგაც ადგილობრივ ბენეფიციარებს
სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი
დაარიგა საქართველოს მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები