საზოგადოება
ხვალიდან პროექტი „მხიარული სოფელი“ იწყება
გურჯაანის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრი" იწყებს პროექტს „მხიარული სოფელი“, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. ცენტრის დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის თქმით, კონცერტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.

„პროექტი მიზნად ისახავს კულტურული ცხოვრების გაძლიერებას სოფლად. გასულ წელს მსგავსი პროექტი მერიასთან ერთად წარმატებით განვახორციელეთ. წელს გვექნება განახლებული აქტივობები, ვფიქრობ, მოსახლეობას საშუალება მიეცემა საღამოს განიტვირთოს. გვაქვს სპეციალური პროგრამა, სადაც მონაწილეობას იღებენ გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცეტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური პირები, აგრეთვე იმავე სოფელში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდები. შეხვედრები იქნება ყოველდღე და სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. კონცერტები ყველა სოფელში ჩატარდება, რეგულაციის დაცვით. “

როგორც ვალერი შოშიაშვილი ამბობს, დასკვნითი ღონისძიება გურჯაანში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google