საზოგადოება
კახეთში აღებული 162 ტესტის პასუხი ნეგატიურია
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთვის 3 კარანტინის სივრცეში იმყოფება 73 მოქალაქე. თვითიზოლაციაში 15 მოქალაქე, არავინ არ მოხსნილა.


29 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 162 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 10100 ნიმუში, აქედან 3852 მედპერსონალია, 2105 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი -431 , ტრაილერის მძღოლი 51, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 173, შსს- 781.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ტესტი /