საზოგადოება
სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის მობილობა იწყება
დღეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა იწყება და 19 აგვისტომდე გასტანს.

სტუდენტებმა მობილობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge. აღნიშნულ პორტალზე ვაკანტური ადგილები რეგისტრაციის დაწყების დროიდან გამოჩნდება. სტუდენტები შედეგების ნახვას 25 აგვისტოს შეძლებენ. მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე (www.students.emis.ge) – პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა დროულად წარადგინონ მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტები.

შეგახსენებთ, რომ მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.


| Print |
FaceBook Twitter Google