საზოგადოება
ველისციხის სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავს და მოეწყობა კიბის ახალი მოაჯირი. სამუშაოებს ამხანაგობა "გზამშენი 2019" ასრულებს, რაზეც 140 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროსითვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ჩალაუბნის და ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლებშიც. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში : ქალაქ გურჯაანის პირველ და მესამე, ს. ვაჩნაძიანის, ს. ვაზისუბნის, ს. ჯიმითის და ს. არაშენდის საჯარო სკოლებში რეაბილიტირდება სველი წერტილები.

ჯამში, აღნიშნული საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google