საზოგადოება
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.

| Print |
FaceBook Twitter Google