საზოგადოება
კახეთში აღებული 93 ნიმუშის პასუხი ნეგატიურია
ამ დროისთვის კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეისათვის კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 147 მოქალაქე.
თვითიზოლაციაში 38 პირი, მოიხსნა 2 ადამიანი.

4 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 93 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 10810 ნიმუში, აქედან 4096 მედპერსონალია, 2105 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი -440 , ტრაილერის მძღოლი 53, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 173, შსს- 1037

| Print |
FaceBook Twitter Google