საზოგადოება
სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში ისე უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში განაცხადა.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, კიდევ ვიმეორებ, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, მაგრამ, ასევე, მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /