საზოგადოება
სამხედროებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის
თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის 50%-ს თავად დაფარავს. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი, ისინი 750 ლარიან „მინისტრის სტიპენდიას“ მიიღებენ.

„ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად, გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას. საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ“ - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google