საზოგადოება
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
stopcov.ge -ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი.


უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია სულ 994. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 333.

| Print |
FaceBook Twitter Google