საზოგადოება
10 აგვისტოდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს
| Print |
FaceBook Twitter Google