საზოგადოება
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1216 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 996-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 282.

| Print |
FaceBook Twitter Google