საზოგადოება
თელავში სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაზიანებული სახლის სახურავების გადახურვა მიმდინარეობს თელავსა და სოფლებში: კონდოლში, კურდღელაურსა და ნაფარეულში  ამ ეტაპზე სრულად გადაიხურა გადაუდებელი აუცილებლობის მქონე 93 საცხოვრებელი სახლი. სახურავის ამოცვლის სამუშაოები 44 საცხოვრებლ ბინაში მიმდინარეობს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 9 კომპანიის 200 თანამშრომელი ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / სტიქია /