საზოგადოება
კახეთში აღებული 157 ნიმუში ნეგატიურია
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთვის კარანტინის 3 ლოკაციაზე 210 მოქალაქე იმყოფება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 24 მოქალაქე, არავინ არ მოხსნილა. 7 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 157 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 11471 ნიმუში, აქედან 4363 მედპერსონალია, შშმ პირი -465 , ტრაილერის მძღოლი 54, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 181, შსს- 1290.

| Print |
FaceBook Twitter Google