სოფელ კალაურში აგვისტოს ომის გმირის, ვაჩნაძიანელი ალექსი
ნატროშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში.
ტურნირში 10 - მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სამი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი იყო. ალექსი ნატროშვილის
სახელობის თასის მფლობელი სოფელ "კალაურის" გუნდი გახდა, რომელმაც
ფინალში თავდაცვის სამინისტროს მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები
გუნდი დაამარცხა. სწორედ აღნიშნულ ბრიგადაში მსახურობდა ალექსი
ნატროშვილი.
გამარჯვებულ გუნდს, ტურნირის ორგანიზატორის ა(ა)იპ "გურჯაანის
სპორტული გაერთიანების" მიერ დაწესებული, ალექსი ნატროშვილის
სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა, ფეხბურთელები კი მედლებით და
სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები