გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 14 აგვისტომდე
(ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან
რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი.
უწყების ინფორმაციით, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის
გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
მასალის გამოყენების პირობები