საზოგადოება
დღეს დირბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხსენების დღეა
13 აგვისტოს დირბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის "მიდგომილი ღმრთისმშობელი" ხსენების დღეა. "მიდგომილი ღვთისმშობელი"ორსულთა, ჩვილ ბავშვთა და უშვილოთა შემწეა.

იგი მრავალი სასწაულით განდიდდა და სწორედ ამიტომ, ის მრავალ მორწმუნე მართლმადიდებელში აღძრავს რწმენასა და სასოებას. შვილიერების მოსურნე ადამიანები და ორსულები უწყვეტად მოედინებიან მასთან და ყოველთა დედას გულმხურვალედ ევედრებიან შეწევნასა და მფარველობას.მრავალი მათგანი უდიდესი მადლიერებით ბრუნდება უკან.

მონასტერში დაცულია რამდენიმე ასეული ადამიანის ჩანაწერი, რომლებიც შვილიერების სასწაულს, უსაფრთხო ორსულობასა და მშობიარობას სწორედ დირბის ღვთისმშობელს უკავშირებენ.





| Print |
FaceBook Twitter Google