საზოგადოება
დღეს „ქართული ოცნება“ დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილს წარადგენს
მმართველი პარტია დღეს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს.
წარდგენა საგარეჯოში 15:00 საათზე ჩაილურის ციხეზე მოხდება. ამის შემდეგ კანდიდატს 16:30 წუთზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ფიროსმანის სახლმუზეუმში წარადგენენ. რაც შეეხება გურჯაანს იქ ღონისძიება კურორტ ახტალის ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google