საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033


| Print |
FaceBook Twitter Google