საზოგადოება
სოფელ კასრისწყალში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, რომლებიც დარჩენილი საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოს აგრძელებენ.

სოფელში მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც ღვაცოფისგან დაზიანებულ მონაკვეთებს აქტიურად წმენდს. შეგახსენებთ, რომ სოფელი კასრისწყლის ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში დატბორილი იყო. მოსახლეობის თქმით, მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google