საზოგადოება
პენსიების გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება
პრემიერ მინისტრის განცხადებით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა ყოველ თვის თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა პენსიონერს თავისი განრიგი ეცოდინება და ამას ბანკი უზრუნველყოფს.
„მოგეხსენებათ, რომ პენსიონერებს პენსია ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს საბანკო ფილიალებში მუდმივად მაღალი დისკომფორტის რიგების საბაბია, პანდემიის პირობებში დისკომფორტის გარდა არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითიც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლიბერთი / პენსია /