საზოგადოება
შატილის ავარიისას დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განმარტებით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მათი მდგომარეობა არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.


| Print |
FaceBook Twitter Google