საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

უწყების ინფორმაციით, დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე იქნება .1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.
| Print |
FaceBook Twitter Google