საზოგადოება
რატომ მოიჭრა ვაზისუბნის სკვერში ხეები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა. მათზე სოფელ ვაზისუბნის სკვერში გადაღებული მოჭრილი ხეებია აღბეჭდილი. როგორც ბუწაშვილი წერს, ხეები უნებართვოდ არის მოჭრილი.

საკითხის გასარკვევად, მერის წარმომადგენელს სოფელ ვაზისუბანში, გიორგი სოლომნიშვილს დავუკავშირდით. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ხეები ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.
„ერთი კვირაა,რაც მოვჭერით. ხეები საფრთხეს უქმნიდა ერთი-ერთიადგილობრივის სახლს. ტოტები სახურავზე იყრებოდა და ერთხელ დაუზიანა კიდეც. ჯერ ტოტები ჩამოაჭრეს, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა. ამ ადამიანმა რამდენჯერმე შეიტანა განცხადება მერიაში. ზედამხედველობის სამსახურიდან მოსული იყო კომისია, რომელმაც საკითხი შეისწავლა. დაადგინეს, რომ ხეები ადამიანის სიცოცხლესუქმნიდა საფრთხეს. სწორედ ამიტომ მოიჭრა. ორი უშველებელი ხე იყო, დაახლოებით 15-20 მეტრის სიმაღლის. რომ მოვჭერით, ბუბკის მაგვარი გული ჰქონდა, ამიტომ ქარზე მალე იმტვრევა. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია მოვიდეს და ნახოს. მარტო ის არ არის, რომ ილაპარაკონ, იჩეხებაო, მიზეზიც უნდა იკითხონ. ამ სკვერში სტადიონი რომ გავაკეთეთ, ისე მოვაგვარეთ, რომ ხეც არ მოგვიჭრია, გაჩეხვა რომ გვდომებოდა, მაშინაც მოვჭრიდით რამეს. გეგმაში მაქვს გაზაფხულზე მაგის ადგილას დავრგოთ კიპაროსები და ბაღსაც გავაახლებთ. “

მისივე თქმით, მოჭრილი ხეები დამუშავდება და ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ზამთრისთვისდაურიგდება.

| Print |
FaceBook Twitter Google