საზოგადოება
შესაძლოა საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე შემცირდეს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს.

„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google