საზოგადოება
11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა
დღეს 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა.

2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე - პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2753 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google