გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-14 სექტემბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა
და მთაში +30, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ
რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33
გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ჰაერის
ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი
ტემპერატურის ფონზე, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა,
ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
+30, +32 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები