საზოგადოება
მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება- გიორგი გახარია
პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებით, არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს და შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება.

„ჩვენი არხებით მოგვდის ფრთხილი იმპულსები ჩვენი ბიზნესის აქტიორების, რომ ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრელებას. ეს შეიძლება იყო ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სიტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე ჩვენ მობილობა დავაგდე, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google